პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს, 7 ოქტომბერს შეხვედრაა ჩანიშნული რამდენიმე პარტიის ლიდერთან, მათ შორისაა პარტია „გახარია საქართველოსთვის“. 8 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართება „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ორი დღის წინ, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს და ამ საკითხს ოპოზიციურ პარტიებთან განიხილავს. კითხვაზე, რა ნიშნით შეარჩია პრემიერობის კანდიდატი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას პოლიტიკური წარსული არ აქვს, არის პროფესიონალი, ნდობით აღჭურვილი და „მგონი, ყველასთვის მისაღები“.

„მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ...

ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები უნდა დავიწყო. დღეს ვაცხადებ, რომ ველოდები მათ ორშაბათს იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს არჩევნებამდე. მე ხომ არ ვიცნობ ყველას - ვინ რომელი მინისტრი უნდა იყოს, ყველას ექნება საშუალება, კანდიდატურები წარადგინოს, ერთადერთი - პოლიტიკოსები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის წარდგინებით დროებითი, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ითვალისწინებს, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი.  

ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ გააუქმებენ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, მათ შორის, რუსულ კანონს; ასევე, გააუქმებენ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია. გარდა ამისა, ისინი დებენ პირობას, რომ კლანური მმართველობისგან გაათავისუფლებენ მართლმსაჯულების სისტემას და გაატარებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას. რეფორმები შეეხება პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს, ეროვნულ ბანკს, მარეგულირებელ ორგანოებს, საარჩევნო სისტემას.

დროებითი მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას ამ სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რის შემდეგაც „ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.