სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზიების ქსელ „ნიკორას“ მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინსპექტირება მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ნიკორას“ მარკეტებში ნაყიდი მზა საჭმლით 8 ადამიანი მოიწამლა. მათ ინფექციური დაავადება სალმონელოზი დაუდასტურდათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად მიიღეს „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.
სპეციალისტებმა „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიები შეამოწმეს, რომლებიც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანსა და ხომლელის ქუჩაზე მდებარეობს.
„სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს“, - განაცხადეს სააგენტოში.
„ნიკორა ტრეიდმა“ დაადასტურა, რომ მათ მიერ დამზადებული საჭმლით 8 ადამიანი მოიწამლა.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში. ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია“. რა თქმა უნდა, მომხდარის შესახებ ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა“, - ნათქვამია „ნიკორას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
