უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული კომპანიები „ბოინგის“, „ეარბასის“ და სხვა მწარმოებლების მიერ დამზადებული თვითმფრინავის ნაწილების შეძენას მაინც ახერხებდნენ. New York Times წერს, რომ საქმესთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული. გავლენიანი ამერიკული გამოცემა ერთ-ერთი ბრალდებულის ვინაობასაც ასახელბს. ის რუსეთის მოქალაქე ოლეგ ფაცულიაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გუშინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თვითმფრინავების ნაწილებს სანქცირებული ავიახაზები „აეროფლოტი“, „პობედა“, „ურალი“, „როსსია“, UTair და S7 Airlines-ი იღებდნენ. მიწოდება, სხვადასხვა გაურკვეველი კომპანიის მეშვეობით, ძირითადად არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ჩინეთის, თურქეთისა და მალდივების გავლით ხდებოდა, თუმცა იყო ათობით ისეთი შემთხვევაც, როდესაც გადაზიდვა პირდაპირ შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მოხდა.
New York Times-ის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მაისიდან, რვა თვის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციაში 14.4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, აშშ-ში დამზადებული საავიაციო დეტალები გაიგზავნა.
რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნეს-პარტნიორი, რომლის სახელსა და გვარს გამოცემა არ ასახელებს, არიზონას სასამართლომ 11 მაისს დააკავა. მათ ბრალად აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევა და ფულის გათეთრება ედებათ. სავარაუდოდ, ისინი იყვნენ რუსული ავიაკომპანიებისთვის ძვირადღირებული სათადარიგო ნაწილების მიწოდების გლობალური ქსელის ორგანიზატორები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, 40-მდე სხვა ქვეყნის მთავრობებთან პარტნიორობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რის შედეგადაც რუსეთს შეეზღუდა წვდომა დასავლურ იარაღზე, კომპიუტერულ ჩიპებზე, თვითმფრინავის ნაწილებსა და სხვა ტექნოლოგიებზე, რაც ეკონომიკისა და ომის წარმოებისთვის სჭირდება. სანქციები შეეხო ავიახაზებსაც, მათ შორის უმსხვილეს „აეროფლოტს“, მის შვილობილ „როსსიას“ და სხვებს.
როგორც New York Times წერს, რუსული ავიახაზებისთვის სულ უფრო რთული ხდება ფრენების გაგრძელება დასავლურ მიმწოდებლებთან კავშირის, „ბოინგისა“ და „ეარბასის“ ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე.