ზურაბ აზარაშვილი განცხადებაში, რომლითაც ის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობის 2 წელს აჯამებს, აღნიშნავს, რომ საქართველოში დიდი გამოწვევაა ონკოლოგიური მედიკამენტების კეთილსინდისიერად დანიშვნა და სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ქვეყანაში საეჭვო წამლების შემოტანის სქემაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირადღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე,
გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი „ფორმა 100“-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.
ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება“, - წერს ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა 1-ელ მარტს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. როგორც კობახიძემ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა მის გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა:
„მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს“.
ზურაბ აზარაშვილი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო. დღეს გამოქვეყნებულ გნცხადებაში ის სწორედ ღარიბაშვილს უხდის მადლობას 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის და 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ ჯერ თავდაცვის, ხოლო შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის მიცემის შესაძლებლობისთვის.