ევროპარლამენტის არჩევნებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ Fidesz-მა ხმების 44.6% მიიღო, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი ცუდი შედეგია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა და სექსუალურად იძალადა“ - კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა
- 2 სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ
- 3 კობახიძემ დააკონკრეტა რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“
- 4 შოვის სტიქიაზე ახალი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
- 5 გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აგვისტოს ომზე „ქართული ოცნების“ განცხადება გაიმეორა
- 6 მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს
2009 წლის შემდეგ ორბანის პარტიის შედეგები 50%-ს აჭარბებდა, ხოლო 2004 წელს 47.4% აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ Fidesz-ს არსებული 13-ის ნაცვლად, ევროპარლამენტში 11 დეპუტატი ეყოლება.
2010 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი Fidesz-ის მთავარმა კონკურენტმა, ახალმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ - TISZA, პეტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, ხმების 29.7% მოიპოვა და პარლამენტში 7 მანდატს მიიღებს. Reuters-ი წერს, რომ მაგიარი, რომელიც პოლიტიკაში წლის დასაწყისში გამოჩნდა, ამომრჩევლებს დაჰპირდა კორუფციის აღმოფხვრას, დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის აღდგენას, რაც კრიტიკოსების თქმით, ორბანის მმართველობის დროს დარღვეულია. უნგრეთიდან კიდევ 2 მანდატი „სოციალ-დემოკრატიულ ალიანსს“ ერგება, ერთი მანდატი კი - ულტრამემარჯვენე პარტიას „ჩვენი სამშობლო“.
ვიქტორ ორბანი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო საქმიან კავშირებს ინარჩუნებს და ბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარების ინიციატივებს, საქართველოს ხელისუფლებას უჭერს მხარს. 25 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე გამოსვლის დროს თქვა, რომ ორბანი „მისაბაძი მაგალითია“.
ევროპარლამენტის არჩევნებში 6-9 ივნისს მიმდინარეობდა და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, ევროპის სახალხო პარტია (EPP) 720 საპარლამენტო ადგილიდან 186-ს მიიღებს. ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის არჩევნების შემდეგ, EPP-მ 176 მანდატი მოიპოვა. მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D) - 135 მანდატით. წინასწარი შედეგებით, „განაახლე ევროპას“ (Renew Europe) - 79 დეპუტატი ეყოლება, „ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს“ (ECR) - 73, „იდენტობასა და დემოკრატიას“ (ID) - 58, „მწვანეები“/EFA-ს - 53, „მემარცხენეს“ (Left) - 36. სავარაუდოდ, 45 და 55 მანდატი განაწილდება წევრებზე, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ჯგუფში არ შედიან და ახალარჩეულ წევრებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან 2019-2024 წელს პარლამენტში შექმნილ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს.
ევროპარლამენტის წევრის მანდატი ხუთწლიანია.