ოთხი პარტია ეუთო/ოდირს მიმართავს და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირს ერთობლივი წერილით მიმართავენ. ისინი საარჩევნო დარღვევებისა და აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობის შესასწავლად ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს და ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე, შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“, - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბუთიკაშვილმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა.

პარტიები წერილს თან ურთავენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშს, სადაც „წვრილად არის ახსნილი ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას“.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) „მოსკოვის მექანიზმი“ 1991 წელს შეიმუშავა წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისთვის. იგი ითვალისწინებს დამოუკიდებელ ექსპერტთა მისიების გაგზავნის შესაძლებლობას წევრ ქვეყნებში, რათა დაეხმაროს მათ „კონკრეტული საკითხის ან პრობლემის გადაჭრაში, რომელიც ეხება ადამიანურ განზომილებას“. უფრო ზუსტად, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას.

დღემდე „მოსკოვის მექანიზმი“ 15-ჯერ იქნა გამოყენებული, მათ შორის:

  • 1992 წელს ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების მიმართ სისასტიკისა და თავდასხმების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით;
  • 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში არსებული ვითარების გამოსაძიებლად;
  • 2018 წელს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესასწავლად;
  • 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დარღვევის შესასწავლად. მაშინ ბელარუსის ხელისუფლებამ უარი თქვა ეუთოსთან თანამშრომლობაზე, თუმცა ანგარიში მაინც მომზადდა;
  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022, 2023 და 2024 წლებში, სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესაძლო შემთხვევების და გარემოებების დადგენის მიზნით.

„მოსკოვის მექანიზმის“ ახორციელებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, ოდირი (ODIHR).

2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. შედეგებს არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეუთო/ოდირს არჩევნების საბოლოო შეფასება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.