ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ ასამბლეის დატოვების შესახებ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესება შეუძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ხმა მისცა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას“, - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.
29 იანვარს, ასამბლეამ ქართული დელეგაციის წევრების მანდატები ცნო, თუმცა მათი რიგი უფლებები შეზღუდა. ეს მოიცავს PACE-ს 9 კომიტეტიდან 5-ში გაწევრიანებისა და არჩევნებზე დაკვირვების უფლების ჩამორთმევასაც.
ლატვიელი დეპუტატის, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას მოხსენებაზე დაფუძნებულ რეზოლუციაში, ასამბლეამ განაცხადა, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს გადახედავს აპრილის სესიაზე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით. ამ საკითხებს შორისაა:
- „ახალი ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების“ ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;
- დაუყოვნებელი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა „საქართველომ შეძლოს განაახლოს ევროინტეგრაციის პროცესი“;
- დაუყონებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;
- ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება ასამბლეის აპრილის სესიამდე.
ქართული დელეგაციისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, PACE-ს დათქმები მიუღებელი აღმოჩნდა და პროტეტის ნიშნად, ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა შეწყვიტა.
