საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ შეხვდება გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას 13-14 მაისს აპირებენ. ამ დღეებში პარლამენტში რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„რამდენიმე ქვეყნის - ძირითადად ბალტიის ქვეყნებია, გერმანია, ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი, თუ არ ვცდები - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და, მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრის. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, იგულისხმება, ორშაბათს-სამშაბათს, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა კანონპროექტის და არ არის მაინცდამაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ ყოფილიყო.
მზად ვართ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას. თუმცა, ასევე ვუთხარი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ არის, ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება, გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციის დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღოს, როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომ მათ ესეც ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში. მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამარულ ბრიფინგზე.
5 აპრილს, 12 ქვეყნის - ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კანონის ხელახლა ინიცირება ძირს უთხრის საქართველოს მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს.
