პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შევლენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გიორგი ამილახვარს და ირაკლი კოვზანაძეს გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შეცვლიან. ამილახვარი განათლებისა და მეცნიერის მინისტრად დაინიშნა, ირაკლი კოვზანაძემ კი დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გიორგი ჩაკვეტაძე 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის საკრებულოს წევრი გახდა და დღემდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 65-ე იყო.

თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს მეოთხე მოწვევის (1995-1999 წლები) პარლამენტში „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენდა. 2011-2016 წლებში იკავებდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას, 2016 წლიდან კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი 20 მარტს წარადგინა. ამილახვარი 2022 წლიდან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც 7 მარტს, პლენარულ სხდომაზე, მხარი არ დაუჭირა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კოვზანაძე სხდომას არ ესწრებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი კოვაზანაძის მიერ მანდატზე უარის თქმის გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ რუსულ კანონზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა სურს „ქართული ოცნებიდან“ კიდევ ერთ დეპუტატს ვლადიმერ ჩაჩიბაიას. რუსული კანონის მიღებას მხარი არც მან დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრას ესწრებოდა.

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას ითხოვს იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც რუსული კანონის მიღებას ხმა არ მისცეს. კოვზანაძისა და ჩაჩიბაიას გარდა, ასეთ დეპუტატებს შორის არიან ნინო იობაშვილი, დავით სერგეენკო, გიორგი ხელაშვილი და ელგუჯა გოცირიძე. რუსული კანონის მიღებას მხარი არ დაუჭირეს ირაკლი მეძმარიაშვილმა და ქეთევან დუმბაძემაც, თუმცა კენჭისყრიდან რამდენიმე საათში ორივემ თქვა, რომ კანონპროექტს ხმა მისცეს, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად აისახა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).