განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრად პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი წარადგინა. ამილახვარი 2022 წლიდან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2010-2020 წლებში, ამილახვარი თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და სამართლის ასოცირებული პროფესორი იყო, 2018-2019 წლებში ასევე მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიის მე-12 ნომრად წარადგინა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სწრაფი პასუხი და გადაჭრა სჭირდება. მე პირადად, დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან - ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს.

გვინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, გაგრძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით.

ჩვენ შევქმნით ღირსეულ პირობებს დამსახურებული მასწავლებლებისთვის, რაც მნიშვნელოვანია პროფესიის პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. აუცილებლად, დამატებით სოციალურ, ფინანსურ და მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება. აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენს ევროპელ, დასავლელ და უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად. განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია ჩვენ ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში.

პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტული და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის. მიღწეულმა შედეგებმა გასული წლების განმავლობაში უკვე მოგვცა შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ საქართველო  ჩამოვაყალიბოთ რეგიონში განათლების მიზიდულობის კერად, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც პირდაპირ უდრის ჩვენი განათლების ხარისხის ზრდას და ინვესტიციას განათლებაში“, - განაცხადა ახალდანიშნულმა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.  

ამილახვარის წარდგენამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. ღარიბაშვილმა ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ჩხენკელის სურვილი იყო, აკადემიური საქმიანობა გაეგრძელებინა და ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ იმუშავებს.

მთავრობაში საკადრო ცვლილებას და განათლების მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ჩხენკელის მოხსნას წინ უძღოდა, რუსული კანონის წინააღმდეგ, 7-8 მარტს გამართული მრავალათასიანი აქციები, სადაც განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა, სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდები 8 მარტს მთელი ღამე დარჩნენ ქუჩებში მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მათ მასობრივად აკავებდა, სპეცდანიშნულების რაზმი კი ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და წიწაკის სპრეით არბევდა.   

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.