„ერთი და იგივე ტიპის საწვავი, მაგალითად, ბენზინი „რეგულარი“, ფიქსირდება, რომ დიდ კომპანიებთან შედარებით, დაახლოებით 30-დან 70 თეთრამდე იაფია მცირე ქსელებში. პატარა ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებელი პრაქტიკულად იგივე ხარისხის საწვავს მიიღებს“, - აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ამხელა სხვაობა, როცა ერთი და იგივე ტიპის, ერთი და იგივე ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავია, შეიძლება, მომხმარებლის გაკვირვებას იწვევდეს. მცირე ქსელებს აქვთ ერთი პრობლემა და მოვუწოდებთ მათ, რომ გაზარდონ მომხმარებელში ნდობა. არის აღქმა, რომ რადგან მათთან საწვავი იაფია, იქ პრობლემაა ჩასხმის სიზუსტესთან და ხარისხთან დაკავშირებით. შეიძლება სადღაც ეგ პრობლემა არის, მაგრამ ბევრ კომპანიაში ეს ასე ნამდვილად არაა“, - ირაკლი ლექვინაძის თქმით, საწვავის ფასის შემცირება აგვისტოში დაიწყო და ეს ტენდენცია სექტემბერშიც ნარჩუნდება:
„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული აქვს დაახლოებით 5 თეთრიან შუალედში, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში არის, რომ ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაისში განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასების შეწავლა დაავალა. მანამდე,ერთი თვით ადრე რარიბაშვილმა სწავავის იმპორტიორებს საჯაროდ მიმართა და სთხოვა, გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობა და რაც შეიძლება მალე მოეხდინათ საწვავის ფასების კორექტირება; „მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შედარებით შემცირებულია, 95 დოლარზეა ჩამოსული და ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში. ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება“.
კონკურენციის სააგენტომ 2022 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის 7 თვის მონიტორინგის ანგარიში, რომლის თანახმადაც:
- ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 40% ევროპულია, 60%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან;
- აპრილი-ივლისის პერიოდში, მზარდია რუსეთი ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა საერთო იმპორტში - საერთო იმპორტის 64-65%;
- საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში - ბულგარეთი, რუმინეთი, ხოლო ივლისის თვეში შემცირდა 7-8 ცენტით, რაც შეეხება საქართველოს - ივლისის თვეში ფიქსირდება ფასის 11 ცენტიანი ზრდა;
- რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავი იდენტურ ფასად;
- რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად, დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება საბითუმო გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 30-70 თეთრს.
მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.
დღევანდელი მონაცემებით დიდ კომპანიებში ბენზინი „რეგულარის“ გასაყიდი ფასი 3.29-დან 3.45 ლარამდე მერყეობს, „პრემიუმი“ 3.69-დან 3.79 ლარამდე. მცირე ქსელებში „რეგულარის“ ფასი 3.09 ლარია, „პრემიუმის“ 3.59 ლარი.