„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა, მთავართან - პრემიერ-მინისტრთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რა ხარისხის კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებებზე ზრდილობიანად და კარგად ხვდება, თუმცა სხვა სახის ურთიერთობაა საჭირო.
„დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის, ამომრჩეველის ნება და მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და ინსტიტუტებს შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი მუშაობდეს ქვეყნის სასარგებლოდ. მე ყოველთვის მზად ვარ.
საჭიროა, საკითხები იყოს განხილული, პასუხი იყოს ზოგიერთ კითხვაზე, შესაძლებლობა იყოს, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება და რა არის, მაგალითად, პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, საერთაშორისო თანამეგობრობა რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს. პრეზიდენტს რომც არ ჰქონდეს უშუალო ბერკეტები, შეიძლება საჭირო იყოს, რომ მოსმენილი იყოს მისი არგუმენტები. ესეც არის ის, რაც გვაყენებს რაღაც ჯებირებში, რომ ჩვენ მოვიქცეთ როგორც დემოკრატიული ქვეყანა და უცებ არ გაგვექცეს სხვა კუთხით. ის, რომ გადაწყვეტილებები ისეა მიღებული, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, არავინ არავის უხსნის, არ არის დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მასთან კომუნიკაცია არ ხდება და მას ამის სურვილი აქვს თუ არა, ეს არ იცის.
28 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საბჭოს მიერ განხილული საკითხები ყველა შემთხვევაში მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას და განხილვების გარეთ მისი დატოვება „ძნელი გასაგებია“.
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოშიც უჩიოდა, სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავრობისთვის ზოგიერთი ელჩის დანიშვნაზე უარის თქმის გამო. 2023 წლის თებერვალში მთავობამ კონსტიტუციური სარჩელი უკან გაიხმო.