საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს 20 თებერვალს, პარლამენტის მიერ, მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა,
მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.
ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.
შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას როგორც საზოგადოებაში, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობაში.
როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ვეტოს დაძლევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობას, სულ მცირე 76 დეპუტატს შეუძლია, რაც „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს.
პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. ამ თანამდებობას ამჟამად „ლელოს“ წევრი, გიორგი სიორიძე იკავებს. ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობას, ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის ნაცვლად, ცესკოს მდივანი შეასრულებს.
კანონპროექტით იცვლება ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაც - პირველ ეტაპზე, წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუ კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, მეორე კენჭისყრაზე მათ ასარჩევად 76 დეპუტატის ხმა იქნება საკმარისი. კანდიდატურების ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა კიდევ ერთხელ გაიმართება და ისევ ამდენივე დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ პარლამენტი 76 ხმით მეორედაც ვერ აირჩევს ცესკოს წევრს/თავმჯდომარეს, პრეზიდენტს მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება.
„ქართულმა ოცნებამ“ ასევე არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტისთვის დაებრუნებინათ.