„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, 81 ხმით დაამტკიცა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტით იყო არჩეული.

თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი.

წარდგენილი კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც 76 ხმით არჩეული კანდიდატი უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში 76 მხარდამჭერი ხმა ვერ მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში გაეგზავნება კონკურსში მონაწილე პირთა სია და დოკუმენტაცია. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის/ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

გასულ წელს, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიას გაეგზავნა. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას „სამართლებრივი არგუმენტაციისგან“ დაცლილი უწოდა და საბოლოო ჯამში, არ გაითვალისწინა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო კანონპროექტის შეცვლა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე. კომისიის მოსაზრებით, ეს შეიძლება გულისხმობდეს თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ხმების 2/3-ის (100 დეპუტატი) მოთხოვნას და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის გამოყენებას, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას (90 დეპუტატი) ანიჭებს უპირატესობას და მხოლოდ ამის შემდეგ, მარტივი უმრავლესობის გამოყენებას, როგორც საბოლოო გამოსავალს ჩიხიდან გამოსასვლელად.

ამასთან, ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევდა კანონპროექტიდან იმ დებულების ამოღებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა.

რეკომენდაციებს შორის იყო ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილების პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემა.

„ქართული ოცნება“ ნაცვლად ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციათა გათვალისწინებისა, ვენეციის კომისიის კრიტიკითაა დაკავებული. ეს შეუძლებელს ხდის ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას და დიდ დარტყმას აყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების 5-წლიანი ვადით ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა. ცესკოს იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც 2/3 ნაკლები ხმით არის არჩეული, მხოლოდ 6 თვეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).