საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო და „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
19 აპრილს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. „ოფშორების კანონი“, რომლის შედეგადაც ოფშორული ზონებიდან ქონებისა და მოგების საქართველოში შემოტანა გადასახადების გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.
ოპოზიციის განცხადებით, „ოფშორების კანონი“ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული და მისი დასანქცირების გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
- ახალი კანონით საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა კომპანიას, რომელიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადმოიტანს. კომპანია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.
- ასევე, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება ნებისმიერი აქტივის საქართველოში შემოტანა, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1-ელ იანვრამდე.
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2021 წლის კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა. კვლევის გამოქვეყნების დროისთვის ამ 20 ოფშორული კომპანიიდან 12 მხოლოდ საქართველოში 26 კომპანიას ფლობდა, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა კომპანიებს ფლობდნენ. შედეგად,
ბიძინა ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია საქართველოში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 70 კომპანიას ფლობდა.
ხშირად ოფშორული კომპანიები მიმზიდველია საეჭვო წარმომავლობის აქტივების მქონე პირებისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავისი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობას, სულ მცირე 76 დეპუტატს შეუძლია, რაც „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს.