„თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ არსებობს დეტალები, რომლებიც სრულიად ამოუხსნელია - სამი სახელმწიფო (რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი) გამოიარა ამ ასაფეთქებელმა ნივთიერებამ. ამ ქვეყნებს საკმაოდ კარგი სპეცსამსახურები ჰყავთ, განსაკუთრებით, თურქებსა და რუმინელებს, რომლებსაც სავსებით შესაძლებელია, ეს ინფორმაცია წინსწრებით ჰქონოდათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ასევე, არის მეორე ძალიან საინტერესო გარემოება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში, არცერთი არ დაუკავებიათ. როგორ შეიძლება ეს ადამიანები არ დააკავო, როცა პირდაპირ ამბობ, რომ შენს ტერიტორიაზეც და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მათ მიერ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი?“, - ამბობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სუს-ის მიერ 5 თებერვალს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, კონტრტერორისტულმა ცენტრმა 6 ცალი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ტვირთი უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, საქართველოში 19 იანვარს, საკონტროლო გამშვები პუნქტ „სარფიდან“ შემოიტანეს და მისი გატანა დაგეგმილი იყო რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტ „დარიალის“ მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი მკვლევარი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ „ეს არის წინასწარგანზრახული მცდელობა, თქვან, უკრაინა ტერორიზმშია ჩართული“.
„14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც გაყოფილია ექვს სვადასხვა ნაწილად, დიდ ინფრასტრუქტურულ ზარალს ვერ გამოიწვევს, რაც არ უნდა გვიმტკიცოს სუს-მა. ამას აკავშირებენ უკრაინის მმართველ პარტიასთან „ხალხის მსახური“, რადგან ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, 4 წლის წინ, რადას (უკრაინის პარლამენტი) კანდიდატად კენჭი იყარა. შემოიტანეს თუ არ შემოიტანეს, არ ვიცით.
ყველაფერში, რაც შეეხება უკრაინას და რუსეთის თემას, სუსი უკიდურესად არასანდოა. ბევრჯერ იყო გამოჭერილი, რომ პირდაპირ მუშაობს რუსეთთან.
მთელი ეს ისტორია აგებულია იმისათვის, ბოლოში ეთქვათ, რომ ეს პარტია თბილისსა და ვორონეჟში აპირებდა ტერაქტებს და ჩვენ და ეფესბემ (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) გადავარჩინეთ. სუს-მა ალბათ უნდა იცოდეს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომია. თუ დაუშვებთ, რომ ეს ყველაფერი მართალია, სუსს ტყუილი არ უთქვამს. დიდი ალბათობით, ეს გამოყენებული უნდა ყოფილიყო რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. რატომ გამორიცხავს ამას სუსი, რაზე დაყრდნობით? საიდან იციან, რომ ტერაქტის მოწყობა იყო ამ ნივთიერების შემომტანის მთავარი ამოცანა?“, - ამბობს უტიაშვილი.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების საქართველოში მოხვედრა თვითონ რუსების პროვოკაციაც იყოს იმისათვის, რომ საქართველო დაადანაშაულონ ტერორიზმის ტრანსფერში ან ფეთქებადი ნივთიერებების ტრანზიტში.
„ძალიან საფრთხის შემცველი მოქმედებაა თვითონ ის, რაც აღმოჩენილია, იმიტომ, რომ ეს ტერორისტული საფრთხე მართლაც შეიძლება არსებობდეს. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ფიგურირებს, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიდან არის საფრთხე“, - აღნიშნავს გოცირიძე.
სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების გატანის პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.
რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოს სპეცსამსახურები შეაქო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ „უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ, მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში გაიხსნას“.