საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებს, პატრიოტიზმის დემონსტრირების, ასევე, დასავლეთის წინაშე თავის გამართლების სურვილს უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის დუმის წევრმა, დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„არ ვიცი, რითი იყო შთაგონებული საქართველოს პრემიერი, გარდა თავისი პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა.
ნამდვილად არ მესმის, როგორ დაიბრუნებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და აღიარებულნი არიან ასეთებად.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ სურს გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს ოპოზიციას არანაირად არ დაუთმობს“, - განაცხადა ზატულინმა.
დუმის წევრი ფიქრობს, რომ აქ დიდ როლს თამაშობს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელმაც საქართველოში პროტესტი გამოიწვია.
„ეს დიდი ალბათობით გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში გაძლიერდა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლების სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ კანონს დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ დაუჭირეს მხარი, მაინც აჩვენონ, რომ სინამდვილეში, არ ვართ რუსეთის გავლენის ქვეშ, ჩვენ საკუთარ თავს ვუსახავთ მიზნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთს და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ჩვენი პოლიტიკის გარკვეულ პრიორიტეტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ის [კობახიძე] თავს იმართლებს შიდა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე“, - აღნიშნა კონსტანტინ ზატულინმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს „აღთქმულ მიწამდე“. „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - თქვა კობახიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, აფხაზეთს კი თავისი ამოცანები აქვს - „ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“. შამბას თქმით, აფხაზეთი საქართველოსთან კონფედერაციის ან სხვა რაიმე ურთიერთობის საკითხების განხილვას არ აპირებს.
კობახიძეს ოკუპირებულ ცხინვალშიც გამოეხმაურნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „კატეგორიულად მიუღებლად“ მიაჩნიათ „ნებისმიერი საუბარი საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.