რუსეთი ოჩამჩირის რაიონში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ასეთი ურთიერთქმედება გაგრძელდება. ასევე, არის რაღაცები, რაზეც ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე  განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება. რუსული სამხედრო ბაზებია გალშიც და საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებშიც.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ბაზირებულია სევასტოპოლში ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, არაერთხელ გახდა უკრაინული ძალების სამიზნე.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაცია, სადაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა საზღვაო ბაზა, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი სევასტოპოლისთვის ალტერნატივას ეძებს და ასევე ცდილობს გააფართოვოს სამხედრო ყოფნა შავი ზღვის სანაპიროზე თურქეთის სიახლოვეს.

Wall Street Journal იტყობინება, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში მთავარი ბაზიდან გაიყვანა.

ოთხშაბათს ბჟანიასთან შეხვედრაზე პუტინს საზღვაო ბაზის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ბჟანიამ თქვა, რომ მას სურს მონაწილეობა „რუსული მხარის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციის პროცესებში“.

2009 წელს, როდესაც საუბარი დაიწყო ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ, ნატოს სამხედრო ალიანსმა შეშფოთება გამოთქვა. შავი ზღვის სანაპიროს სამი სახელმწიფო თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრია.

რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ცნო. რუსეთის გარდა, აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.

თბილისთან ურთიერთობის საკითხზე საუბრისას ბჟანიამ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რაც მისი თქმით, მხოლოდ ენგურჰესის გარშემო არსებობს.

ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, გარდა ჟენევის დისკუსიებისა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არის.

ჩვენ ვერ დავეთანხმებით თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არანაირად არ შეესაბამება რეალობას. მაგრამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ვინმემ ამაზე ისაუბროს, რადგან ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები - შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა. „მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).