აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო, თუმცა განზრახ არა. ალიევმა რუსი ოფიციალური პირები ინციდენტის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, ისინი მომხდარის შესახებ „ბოდვით ვერსიებს“ ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 4 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დააკავეს
თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.
„რა თქმა უნდა, საბოლოო ვერსია შავი ყუთების გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ პირველადი ვერსიებიც საკმაოდ გონივრული და ფაქტებზე დაფუძნებულია. ფაქტია, რომ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი გარედან დაზიანდა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოსთან და პრაქტიკულად დაკარგა მართვა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი უმართავ მდგომარეობაში იქნა მოყვანილი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. ეს არის თვითმფრინავისთვის მიყენებული პირველი დაზიანება. ამასთან, მიწიდან გახსნილის ცეცხლის შედეგად ძლიერ დაზიანდა თვითმფრინავის კუდის ნაწილიც. ფიუზელაჟი სავსე იყო ნახვრეტებით და ვერსია - არ ვიცი ვის მიერ წამოყენებული - ფრინველთა გუნდთან შეჯახების შესახებ, დღის წესრიგიდან მთლიანად ამოღებულ იქნა.
შესაძლოა, რომ დაზიანების დროს, დარტყმის დროს, პილოტს ეს თვითმფრინავთან ჩიტების შეჯახებად აღეთქვა, რადგან, ალბათ, თავში აზრადაც კი არავის მოუვიდოდა, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ჩვენს თვითმფრინავს ესროდნენ ხმელეთიდან“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თვითმფრინავის ჩამოგდება შემთხვევით მოხდა.
„ამიტომ საკუთარი დანაშაულის აღიარება, აზერბაიჯანისთვის, რომელსაც მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევ, ბოდიშის დროულად მოხდა და ამის საზოგადოებამდე მიტანა - ეს იყო ის ზომები და ნაბიჯები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადადგმულიყო. სამწუხაროდ, პირველი სამი დდღის განმავლობაში რუსეთისგან არაფერი მოგვისმენია ბიდვითი ვერსიების გარდა“, - თქვა ილჰამ ალიევმა.
მისივე განცხადებით, პირველივე დღიდან აზერბაიჯანი ემხრობა, რომ საქმე საერთაშორისო ექსპერტებმა გამოიძიონ და უკვე უარყო რუსეთის წინადადება, გამოძიებით სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი დაკავდეს.
„ჩვენ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვით და მიზეზი გასაგებია. საიდუმლო არ არის, რომ ეს სტრუქტურა ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება და მის სათავეში რუსეთის მოქალაქეები არიან. აქ ობიექტურობის ფაქტორები შესაძლოა სრულად არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი. კატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ რომ გვენახა რუსეთის მხრიდან სამართლიანი და ადეკვატური ნაბიჯები, მაშინ, ალბათ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ არის აშკარა მცდელობები ამ საკითხის ჩაფარცხვის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
რატომ ვერ შეძლო თვითმფრინავმა დაჯდომა უახლოეს აეროპოტებში და რატო გაფრინდა აქთაუში? - ილჰამ ალიერვის თქმით, ამ კითხვებს პასუხი შავი ყუთების გახსნის შემდეგ გაეცემა.
„არის სხვადასხვა ვერსიები. ზოგიერთი თვლის, რომ თვითმფრინავი შეგნებულად იყო გაგზავნილი, რადგან ის უკვე უკონტროლო იყო და დიდი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ ზღვაში ჩავარდნილიყო. ამ შემთხვევაში, საკითხის ჩაფარცხვის მცდელობები წარმატებული იქნებოდა, ხოლო ე.წ. ჩიტების ვერსია წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც მთავარი.
უმართავი თვითმფრინავის მართვისას პილოტებმა გამოიჩინეს პროფესიონალიზმიც და გმირობაც. რა თქმა უნდა, პილოტები გამოცდილი იყვნენ და იცოდნენ, რომ ამ ავარიულ დაშვებას ვერ გადაურჩებოდნენ, თუმცა მგზავრების გადასარჩენად მათ დიდი გმირობა გამოიჩინეს და სწორედ ამის შედეგად არიან ავიაკატასტროფაში გადარჩენილები. სწორედ ამის შედეგად არ დაიწვა ფიუზელაჟის ნაწილი და სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია დღეს აბსოლუტურად ღიად ვთქვათ, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსეთმა. ეს ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს გაკეთდა განზრახ, მაგრამ ეს გაკეთდა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანი რუსული მხარისგან ბოდიშის მოხდას, დანაშაულის აღიარებას, დამნაშავეთა დასჯას და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, დაზარალებული მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს. ალიევის თქმით, ამ პირობებიდან ჯერ მხოლოდ პირველი შესრულდა.
28 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო. პუტინმა ახსენა, რომ „ინციდენტის“ დროს გროზნოს თავს დაესხნენ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა, თუმცა არ აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა საჰაერო თავდაცვამ გამოიწვია.