სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ მას შემდეგ, რუსეთმა მათ ჰუმანიტარული ნიშნით თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
8 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასადმა „სირიის კონფლიქტის რამდენიმე მონაწილესთან“ მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება და „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების“ დავალება გასცა.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში, მიხაილ ულიამოვმა 9 დეკემბერს პლატფორმა X-ზე დაადასტურა, რომ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში იმყოფებიან. „რუსეთი თავის მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს. ეს არის განსხვავება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის“, - წერს დიპლომატი.
სააგნეტო „რია ნოვოსტი“ კრემლში თავის წყაროს ციტირებს, რომ რუსი ოფიციალური პირები კონტაქტში არიან სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სირიაში რუსული სამხედრო ბაზებისა და დიპლომატიური ინსტიტუტების უსაფრთხოებას.
8 დეკემბერს, ღამით, ანტისამთავრობო დაჯგუფებები სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შესახებ განაცხადეს.
ასადების ოჯახი სირიას 1971 წლიდან მართავდა. ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის თანამდებობა 2000 წელს დაიკავა. დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ სირიელები მასობრივად 2011 წელს გამოვიდნენ. მშვიდობიანი დემონსტრაციები სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელსაც 10-წლიანი ბრძოლის განმავლობაში, 300 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 2018 წელს ბაშარ ალ-ასადმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასადის გადადგომას „სამართლიანობის ფუნდამენტური აქტი“ უწოდა.
„ეს არის მნიშვნელოვანი რისკისა და გაურკვევლობის მომენტი, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სირიელების თაობებისთვის, ააშენონ საკუთარი მომავალი“, - თქვა ბაიდენმა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედებამ დაასუსტა სირიის მხარდამჭერები - რუსეთი, ირანი და ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ლიბანში.
სირიის ოპოზიციას სუნიტთა მეამბოხე ჯგუფი „ჰაიათ თაჰრირ ალ შამი“ ხელმძღვანელობს, რომელიც აშშ-ს და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ გამოცხადებული.
