რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით ახალი შეტევა განახორციელეს. ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა დუნაის სანაპიროზე არსებული საპორტო ინფრასტრუქტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
უპილოტო საფერნი აპარატები თავს დაესხნენ იზმაილის პორტსაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 30 ივლისს, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ პირველად, სამმა სატვირთო გემმა რუსეთის მიერ შავ ზღვაზე დაწესებული ბლოკადა NATO-ს თვითმფრინავების მეთვალყურეობის ქვეშ გაარღვია და იზმაილის პორტიდან ხორბალი გაიტანა.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა და განადგურდა ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის ლიფტი, მარცვლეულის ფარდულები, საწარმოო ინფრასტრუქტურა, საწყობები და ადმინისტრაციული ფართები. ასევე, მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის სამოქალაქო პორტის შენობა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, წუხანდელი დარტყმების შედეგად განადგურებული 40 ათასი ტონა მარცვლელული, რომელიც აფრიკის ქვეყნებისთვის, ჩინეთისა და ისრაელისთვის იყო განკუთვნილი. უკრაინელი მინისტრის თქმით, ყველაზე მეტად იზმაილის პორტი დაზარადა.
უკრაინას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსი ტერორისტები კვლავ თავს დაესხნენ პორტებს, მარცვლეულის საწყობებს, რაც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს“. ზელენსკის თქმით, აგრესორის ამ ნაბიჯებს მსოფლიომ უნდა უპასუხოს და ეს საფრთხეა ყველასთვის ნებისმიერ კონტინენტზე. „რუსეთი უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა მან.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ოდესის ოლქში, 11 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, თუმცა სულ რამდენი დრონი მონაწილეობდა შეტევაში უცნობია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ერთი წლის წინ, უკრაინის, რუსეთის, გაეროსა და თურქეთის მიერ გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთი 18 ივლისს გავიდა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე ოკუპანტმა ქვეყანამ ოდესის ოლქის სხვადასხვა პორტებზე აქტიური შეტევები დაიწყო. რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის უფლებას შავი ზღვის გავლით არცერთ სატვირთო გემს არ მისცემდნენ.
