რუსეთში წვევამდელებს პასპორტებს ჩამოართმევენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე და ბოლო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაწვეული პირებისთვის საზღვარგარეთის პასპორტის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

წვევამდელი ვალდებული იქნება, სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის შემდეგ პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის განყოფილებაში ჩააბაროს. დოკუმენტის უკან დაბრუნება მხოლოდ სამსახურის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თუ წვევამდელი უფლებამოსილ ორგანოს პასპორტს საპატიო მიზეზის არ არსებობის მიუხედავად არ ჩააბარებს, მაშინ ის ძალადაკარგულად გამოცხადდება. ასევე, პასპორტი ძალადაკარგულად გამოცხადდება მისი მფლობელის გვარის, სახელის, მამის სახელის ან დაბადების თარიღისა და ადგილის, სქესის და მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაშიც.

ეს გავრცელდება 18-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცებზე, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და რომელთა მიმართებაშიც გამწვევმა კომისიამ გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. 2024 წლიდან, რუსეთში გაწვევის ასაკის 30 წლამდე გაზრდაა დაგეგმილი.

ცვლილებები ფედერაციის საბჭომაც უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა იქნება საჭირო. ახალი კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 180 დღეში შევა. სავარაუდოდ, ის 2023 წლის საშემოდგომო გაწვევას არ შეეხება.

2023 წლის აპრილში რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს, ჯარში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. როგორც იურისტები განმარტავენ, ეს ნორმა შესაძლებელია მობილიზაციის დროს გაწვეულ პირებზეც გავრცელდეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა ფრონტზე გაგზავნისთვის თავის არიდების მიზნით. Forbes-ის რუსული რედაქცია წერდა, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა დაახლოებით 700 000-მა ადამიანმა დატოვა. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად ყაზახეთი და საქართველო გამოიკვეთა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მოქალაქეების მრავალკილომეტრიანი რიგები იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).