საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ეგრედ წოდებულ რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია მთელი რიგი ნორმები, რომლებითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, - განაცხადა მსხილაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტი იქნება.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევიდა.
კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან აგვისტოში განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის სააგენტოს და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოითხოვონ.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმებს.
ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, ყველა პირი (მათ შორის, ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. იუსტიციის სამინისტროს ფიზიკური პირებისგან შეუძლია გამოითხოვოს პერსონალური მონაცემები, კომერციული, პროფესიული და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.
ასზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და ონლაინგამოცემებმა განაცხადეს, რომ ისინი „აგენტების“ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. ორგანიზაციების ნაწილი რუსული კანონის გასაჩივრებას გეგმავს საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში.
