საირმეში, შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის თანაშრომლების 36-დღიანი უწყვეტი პროტესტი გაფიცულებსა და კომპანიას შორის შეთანხმებით დასრულდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 5 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 6 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაქმებულების ხელფასი 22.5%-ით გაიზრდება, ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში - 34%-ით, ზეგანაკვეთური შრომა და უქმე დღეებში მუშაობა დამატებით 25%-ით ანაზღაურდება. ცვლის უფროსის დანამატი 150 ლარი გახდება, დამლაგებელს ხელფასი 30%-ით გაეზრდება და ამ პოზიციაზე კადრებიც დაემატება. 2024 წლამდე უნდა გაფორმდეს კოლექტიური შეთანხმება და მოხდება ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია. გაუქმდება თანამშრომლებზე 2023 წლის 1-ელ თებერვალს გაცემული წერილობითი გაფრთხილებები და გაფიცვის დღეების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით.
გაფიცულებმა საექსპორტოდ გამზადებულ სასმელი წყლით დატვირთულ ტრაილერს გზა გაუხსნეს.
შრომის მძიმე პირობებითა და დაბალი ხელფასით უკმაყოფილო 35-მა თანამშრომელმა გაფიცვა 13 თებერვალს გამოაცხადა, რასაც წინ კომპანიასთან უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესი უძღოდა. გაფიცულები ხელფასის 30%-ით მომატებას, ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას, ქარხნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას და კომპანიის დამფუძნებლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. პროტესტი თოვლსა და ყინვაში, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დამსაქმებელი გაფიცულ თანამშრომლებს იანვრის ხელფასს არ ურიცხავდა და მათ პროფკავშირის დატოვებას სთხოვდა. „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან კასრაძემ გაფიცვიდან დაახლოებით ორ კვირაში დასაქმებულებს ულტიმატუმი წაუყენა - კომპანია მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდა, თუ მასში გიორგი დიასამიძე მონაწილეობას არ მიიღებდა. კასრაძის თქმით, გაფიცულების, უფრო კი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღება არ იყო. 20 თებერვალს, პროფკავშირმა „ლაბორმა“ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა და კომპანიის მხრიდან გაფიცული დასაქმებულების მიმართ, პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა ითხოვა. როგორც გიორგი დიასამიძე ამბობს, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაწყებულია.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა. კომპანიის წილების 92%-ს 1998 წელს დაბადებული, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე იაკოვ გვიჩია ფლობს. დანარჩენი 8% ასევე რუსეთის მოქალაქეების გია გვიჩიას და მისი მეუღლის, ხათუნა გვიჩიას საკუთრებაშია. გია გვიჩია „საირმე მინერალ ვოთერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ის სანქტ-პეტერბურგში მსხვილი ბიზნესმენია. არის ლენინგრადის ოლქში მოქმედი „ვიბორგ ტერმინალის“ პრეზიდენტი და კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი.
