ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თემის დასამატებლად პოლიტიკური ჯგუფები პლენარული დღის წესრიგის შეცვლაზე შეთანხმდნენ. მათ გადაწყვეტილება სესიის გახსნაზე უნდა დაადასტურონ.
„საქართველოში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება გამოაცხადა ბრალდებების ფონზე, რომ რუსეთი დაეხმარა კენჭისყრის გაყალბებაში.
აქციის მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და ხმის მიცემის სავარაუდო გაყალბების შესახებ სათანადო გამოძიებას“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
იქვე ვკითხულობთ, რომ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის 15 მთავრობის წარმომადგენელმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და დაგმო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. „წამყვანმა ევროპარლამენტარებმა ასევე მიუთითეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და მოითხოვეს აღნიშნული დარღვევების სათანადო გამოძიება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუცია კენჭისყრაზე 25-28 ნოემბერის პლენარულ სესიაზე გავა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 053 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.034%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.17%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.808%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.777%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. მისი თქმით, საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.