„საქართველოს კანდიდატის სტატუსი წინასწარ მიენიჭა, გარკვეული წინაპირობებით და საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ არ შეასრულა ის ნაბიჯები, რაც მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ ლუქსემბურგში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე, ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ზომებსაც განიხილავს, რაც რუსული კანონის მიღების გამო საქართველოსთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელონ.
„ცხადია, პრიორიტეტია არ დავსაჯოთ საქართველო, დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ ხელმძღვანელობამ, ვინც მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს, ევროპულ მომავალს, რეალურად გაიგოს გზავნილი, რომ საქართველოს ხალხს სურს გაწევრიანდეს ევროკავშირში და საქართველოს მთავრობა, პარლამენტი ამას ანელებს“, - განაცხადა ბრაჟემ.
საგარეო საქმეთა საბჭოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მინისტრებს წარუდგინა დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ვარიანტები, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში „მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“. ბორელმა აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილება საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, ფინანსური მხარდაჭერის იმ ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობაზე მიდის.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ვარიანტების დოკუმენტში არ არის ნახსენები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, რაც, მისი აზრით, „უნდა იყოს ნახსენები“.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა თქვა, რომ ფინეთი ღიაა იმ ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობას და არა საქართველოს ხალხს. „მაგალითად, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ გავართულოთ ქართველ ოფიციალურ პირებს ევროპაში მოგზაურობა. ეს შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს, ასევე შეიძლება ნიშნავდეს უამრავ ღონისძიებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ“, - განუცხადა ვალტონენმა ჟურნალისტებს.
საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დღეს მოსალოდნელი არ არის.
