რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიზნად ისახავს ეროვნული ინტერესების დაცვას, რაც დასავლეთში „გულძმარვას იწვევს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების პატივისცემასა და დაცვაზე, ფაქტიურად იწვევს გულძმარვას ვაშინგტონში, ბრიუსელში და დასავლური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. თუ ვიმსჯელებთ ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაკეთებული კომენტარებიდან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაზე თავდასხმები შესაძლოა გაგრძელდეს. თუ სწორად მესმის, საქართველოს ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი თავისი კურსის დასაცავად“, - თქვა გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პროტესტის 11 დღის განმავლობაში, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, არაერთხელ დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-მა და ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს, იმავდროულად დაგმეს აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენება.
რუსეთი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში 2014 წელს მომხდარ მაიდნის რევოლუციას ადარებს.
