საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. ყველაზე მაღალი ქულით (321) „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელის, იურისტ ანა აბაშიძის კანდიდატურა შეფასდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დანარჩენი კანდიდატების შეფასება ასეთია:
- ნაზი ჯანეზაშვილი, ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი - 288 ქულა
- ნუგზარ კოხრეიძე, ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე - 237 ქულა;
- გიორგი ბურჯანაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე- 231 ქულა;
- სერგო მახარაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი - 223 ქულა;
- მარიკა არევაძე, საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი - 221 ქულა;
- თინათინ ერქვანია, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - 221 ქულა;
- გიორგი მარიამიძე, ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი - 171 ქულა;
- ლელა გაფრინდაშვილი, (ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი - 166 ქულა;
- სოფიო დემეტრაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - 162 ქულა;
- ქეთევან ჩაჩავა, ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი - 154 ქულა;
- ნიკოლოზ ნიკოლაძე, საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი - 105 ქულა;
- ალექსანდრე კობაიძე, ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე, ადვოკატი - 78 ქულა;
- იაგო ხვიჩია, საქართველოს პარლამენტის წევრი - 62 ქულა;
- ჯემალ ნათელაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ყოფილი პროკურორი - 56 ქულა;
- გიორგი ცობეხია, საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი - 53 ქულა;
- ლევან კოკორაშვილი, ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე - 53 ქულა;
- მაკა მინდიაშვილი, ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი - 17 ქულა;
- ევგენია თავაძე, მედიცინის დოქტორი, დროებით უმუშევარი - 4 ქულა;
შეფასების ჯგუფის წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმის მიხედვით, 0-დან 10 ქულამდე შეაფასეს. შეფასება კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ზეპირი გასაუბრების გარეშე მოხდა. ჯგუფის თითოეული წევრის შეფასება პარლამენტმა გამოაქვეყნა:
- დავით ასათიანის, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შეფასება;
- თამარ ზარანდიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის შეფასება;
- ნათია კუპრაშვილის, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შეფასება;
- რაისა ლიპარტელიანის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის შეფასება;
- ელენე რუსეცკაიას, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის შეფასება;
- არნოლდ სტეფანიანის, „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასება;
- ნინო ჩხობაძის, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის (1995-2004 წწ.) შეფასება;
- ეკა ციმაკურიძის, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასება;
- ლევან ცუცქირიძის, ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასება;
პროცედურის მიხედვით, 21 ოქტომბრის ჩათვლით, პარლამენტის უფლებამოსილ სუბიექტებს - ოპოზიციას, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, უფრაქციო დეპუტატების შვიდწევრიან ჯგუფს შეუძლიათ პარლამენტს წარუდგინონ სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. კანდიდატების განხილვა დაიწყება, თუ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში პროცედურები თავიდან დაიწყება.
საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად სამი კანდიდატი - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი 52-მა არასამთავრობვო ორგანიზაციამ წარადგინა. არასამთავრობოებმა კანდიდატები კენჭისყრით შეარჩიეს.
„სრულიად დახურულ რეჟიმში NGO-ების კლანი ასახელებს თავის კანდიდატებს. ეს არის მიუღებელი და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ... ნებისმიერ მათგანს შეუძლია შემოიტანოს საკუთარი განაცხადი, შეაფასებენ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები და შემდეგ ოპოზიციური პარტიები თუ გადაწყვეტენ, დაასახელებენ“, - ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა მაშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.