მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება. სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა და მისი „ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა“. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მმართველობაში არსებულ შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაევალა.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი ორ ეტაპად იყოფა: პირველი - რთველის პროცესი, რაც გულისხმობს როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ მიერ შესყიდვას და მეორე - ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურების და სპირტად გამოხდისთვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის პროცესი.
„საჭირო ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2023 წლის რთველისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესყიდვის ღირებულებაა 60 000 000 ლარი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
წელს 60-70 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ ღვინის ექსპორტი იზრდება. კერძოდ, შამუგიას ინფორმაციით, „შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით“. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ამ თემაზე:
საქართველო რუსეთისთვის ღვინის მიმწოდებელი პირველი ქვეყანა გახდა
