საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარით დააჯარიმა, 3 მარტს, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საბაბით - ამ დღეს ზურაბიშვილი დედების მარშში მონაწილეობდა. მარში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის პატიმრების დედების გვერდში!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკში და ჯარიმის ქვითარიც გამოაქვეყნა.

„ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, 2025 წლის თებერვალში გაზარდა. მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია უწერს და საჯარიმო ქვითრებსაც პოლიცია აბარებს. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ხალხმრავალი და უწყვეტი აქციები მოჰყვა „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს საჯარო ინფორმაციას, ბოლო თვეებში რამდენი პირი დააჯარიმეს ან დააპატიმრეს გზის გადაკეტვის მიზეზით და რა თანხა შეადგინა გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ.
მარტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, დემონსტრანტებისთვის გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევდა.
