საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.
„ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
პენსიონერებს საპენსიო სესხებს სთავაზობს „ლიბერთი ბანკი“, რომელმაც 2022 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლის განმავლობაში პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა.
ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 360 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებ პირს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხი აქვს აღებული. 2023 წლის მეორე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 402 მილიონი ლარი იყო.
გასულ წელს სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს სოციალურ სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვა. მისი ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთის დადგენილი ოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატება. სოციალური სარგოს მიმღებ თითოეულ პირს, „ლიბერთი ბანკისგან“ სესხად საშუალოდ 1 100 ლარი აქვს აღებული. 2023 წლის იანვრიდან ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 26%-ია.
