საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელსაც ახლახანს ლიეტუვამ სავიზო სანქცია დაუწესა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის, დარიუს ვიტკაუსკასის დაბარებას, მასთან შეხვედრას და განმარტებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს წერილს, რომელიც თადუმაძემ საქართველოს არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა.
როგორც მოსამართლე განმარტავს, ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ გეგმავს, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, რათა სამართლებრივი გზით აღიდგინოს „ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი“ ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
„მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“.
ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5000-მდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. ორივე საქმესთან მიმართებით (გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი“, - ნათქვამია წერილში.
ლეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერის შემდეგ საქართველოს 30-მდე მოქალაქე დაასანქცირა, რომელთა შორის არიან, როგორ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ისე მოსამართლეები და პროპაგანდისტული მედიის მფლობელი.
5 დეკემბერს შალვა თადუმაძის წინააღმდეგ სანქციები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დააწესა.
