ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება. დაახლოებით ერთი წლის წინ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობდა, რომ რუსეთის ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსებაზე შეთანმება ხელმოწერილი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის არანაირი სამხედრო-საზღვაო ბაზა არ იგეგმება. არის სასაზღვრო პუნქტი, სადაც საპატრულო კატარღებია განლაგებული. ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“, - განაცხადა შამბამ, რომელიც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ორი დღის წინ დაინიშნა.
TASS-თან ინტერვიუში შამბამ აღნიშნა, რომ შავი ზღვა კვლავ ხდება დაძაბულობის რეგიონი, იქ სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ნატოს ხომალდები, დაფრინავენ ამერიკული და ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავები. „არ შეიძლება ეს ყველაფერი არ გვაწუხებდეს. ასევე გვაწუხებს ის ფაქტი, რომ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს შავ ზღვის აკვატორიაში“, - განაცხადა შამბამ.
მან საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებიც ახსნა და აღნიშნა, რომ უცნობია, ვინ მოვა ხელისუფლებაში. „თუ სააკაშვილის მომხრეები, ამჟამინდელი ოპოზიცია მოვა, არ გამოვრიცხავთ რაიმე სახის ავანტიურას მათი მხრიდან, მაგრამ შედეგი მათთვის სავალალო იქნება. არავის სურს ახალი ომის გაჩაღება, ეს ნიშნავს ახალ მსხვერპლს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს არ გვჭირდება“, - განაცხადა შამბამ.
სერგეი შამბამ ოჩამჩირის პორტში რუსეთის ბაზის გახსნა RIA Novosti-სთან ინტერვიუშიც უარყო. მისი თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობაა“, რომლის ერთ-ერთიყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს. „რესპუბლიკაში განთავსებულია მე-7 რუსული სამხედრო ბაზა, რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე“, - აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2023 წლის 5 ოქტომბერს, რუსულ გაზეთ Izvestia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და „უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზა იქნება“.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ოჩამჩირის ბაზაზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ საქართველოსთვის. „ეს არის პრობლემა მთელი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ამ ზოლისთვის და ჩვენ სხვა პირობებში რომ ვიყოთ, ეს მთავრობა რომ იყოს ნამდვილად პატრიოტული და ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ნატოს სამიტის ფარგლებში, რომელიმე შეხვედრაზე, რომელიც სწორედ შავი ზღვის საკითხებზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნებოდა შეკრებული, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. თუ ვაინტერესებთ დღეს დასავლეთს, ვაინტერესებთ არამხოლოდ კავკასიის გამო, არამედ ასევე შავი ზღვის გამო. ეს არის ჩვენი კოზირიც და ჩვენი სისუსტეც, თუკი ჩვენ რეაგირებას არ მოვახდენთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.