ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წუხილს გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეური აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო და პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ამის შესახებ კამალა ჰარისი წერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში. ის რუსულ კანონს უწოდებს „ანტიდემოკრატიულ ინიციატივას“, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან და ევროპასთან.
„პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში,“ - აღნიშნულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის წერილში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლია და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით დაამტკიცა. ხვალ, 28 მაისს, საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება. „ქართული ოცნება“ არ აპირებს კანონის უკან გაწვევის შესახებ არც ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაციის და არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას.
ამ ფონზე, რუსული კანონის მიღებითა და საგარეო კურსის შეცვლით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა. დოკუმენტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს აერთიანებს და რუსული კანონის გაუქმებასაც ითვალისწინებს.
