შემაშფოთებელია კანონი, რომელიც პუტინის ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ჰგავს - კონგრესმენები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კონგრესმენი ჯერი კონოლი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა საქართველოში ინიცირებული ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გამო შეშფოთება გამოთქვეს. ისინი პარალელებს რუსეთში მოქმედ კანონმდებლობასთან ავლებენ და აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინმა მსგავსი კანონი თავისი დიქტატურის გასამყარებლად გამოიყენა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით არჩევის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს, რომელიც ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოურ აგენტებად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. პუტინმა ეს „უცხოური აგენტების კანონი“ გამოიყენა, სიტყვის თავისუფლების მკვეთრად შესაზღუდად, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად და თავისი სასტიკი დიქტატორული მმართველობის გასამყარებლად.

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება და წინ წაწევა, რომელიც პუტინის ანალოგიურ ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ჰგავს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.

კონგრესმენები ამბობენ, რომ გააგრძელებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას და მიმართავენ ლიდერებს, გაითვალისწინონ ხალხის მოწოდება „აყვავებული და შეუფერხებელი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ისეთ მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და ებრძვის კორუფციას“.

„სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან ჩამოაშორებს“, - აღნიშნავენ კონგრესმენები.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც სენატორები წერენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. პოლიტიკის ცვლილებაში სენატორები ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტას და სავიზო შეზღუდვების გაფართოებას მოიაზრებენ.

ამ გამოხმაურებების ფონზე, „ქართული ოცნება“ აპრილის დასაწყისში ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას დღეს ეცდება. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).