შოვის სტიქიაზე საბოლოო დასკვნას სამინისტრო მომავალ კვირაში წარმოადგენს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ოთარ შამუგიას განცხადებით, კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ მასშტაბურ სტიქიასთან დაკავშირებით, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა, საბოლოო დასკვნას სამინისტრო საზოგადოებას მომავალ კვირაში გააცნობს. შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ დასკვნა გამოცდილი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით არის მომზადებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შოვში განვითარებულმა მასშტაბურმა სტიქიამ, რომელიც, სამწუხაროდ, სწორედ კლიმატური ცვლილებების თვალსაჩინო მაგალითია, დიდი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, რომ მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მეცნიერულად დასაბუთებული ობიექტური დასკვნა მომზადდეს. სწორედ ამიტომ, თქვენ იცით, რომ პირველივე, რამდენიმე დღეში, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, პირველადი დასკვნა წარმოადგინეს. შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ამ პროცესში ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები, რომელთაც მსგავსი მოვლენების შეფასების მრავალწლიანი, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. რეკომენდაციების გაცემის მიზნით, მყინვარ ბუბაზე იყო სპეციალისტების ექსპედიცია. მათ დეტალურად შეისწავლეს არსებული ვითარება. რამდენიმე დღეში გვექნება სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ ექსპერტებთან, რომლებთანაც ამ პროცესებთან დაკავშირებით მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია და არაერთი შეხვედრა. მათ გავაცნობთ წარმოდგენილ მასალებს, მოვისმენთ მოსაზრებებს. მომავალ კვირას წარვუდგენთ საბოლოო დასკვნას საზოგადოებას, რომელშიც მოცემული იქნება აგრეთვე რეკომენდაციები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეოსადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას. წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში კი მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.

„2024 წელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დამატებით 13 მილიონი ლარი გამოეყო, რაც სწორედ თანამედროვე მონიტორინგის ქსელის კიდევ უფრო გაფართოება-გაძლიერებას ითვალისწინებს.

ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით, რომელიც მოწინავეა ამ მიმართულებით, დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.

გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება. მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები“, - თქვა შამუგიამ.

შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნა ქართველმა სპეციალისტებმა შვეიცარიულ კომპანიასთან (GEOTEST) თანამშრომლობით მოამზადეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული პირველადი დასკვნით, „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).