პროკურატურამ დააკმაყოფილა უფლებადამცველი ორგანიაზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოთხოვნა და შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული 25 წლის დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ორგანიზაციის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს ყოფილიყო სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში შეფასებული, რომ სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად იყო დამდგარი ეს შედეგი, თუმცა, არ გაითვალისწინა პროკურატურამ და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ნაწილში გვაღიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ცხადია, დავას გავაგრძელებთ“, - ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე.
ამასთან, პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლის წარმომადგენლებს უარს ეუბნება სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე, რისი მოთხოვნის უფლებაც მათ კანონით აქვთ: „გვეუბნებიან, ადგილზე გაგაცნობთო. როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი მოცულობითი საქმე რამდენხანს უნდა ვიკითხოთ, რომ საჭირო ინფორმაცია გავიგოთ, დავიმახსოვროთ, გავაანალიზოთ?!“, - აღნიშნავს იურისტი.
შოვშვი მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
დავით ბერიაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან, წნორიდან იყო, შოვში მეგობრებთან ერთად, და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად ისვენებდა. სტიქიის შედეგად სამივე დაიღუპა.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. 3-4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 27 ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ფრაგმენტები. ჯერ კიდევ ეძებენ 6 დაკარგულს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
