ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით, ერთ-ერთ მთავარ ბარიერად სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა. კვლევის თანახმად, შრომის ბაზრის კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა. სეზონური სამუშაო ძალის დაქირავების პრობლემა განსაკუთრებით ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებშია, რადგან სამუშაოს მაძიებელთა მაღალი გადინება ხდება სხვა რეგიონებში ან სხვა ქვეყნებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით.
კადრების მოძიების გზებიდან ყველაზე გავრცელებულია პირადი კონტაქტები და მათგან მიღებული რეკომენდაცია.
კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების (644 მოქმედი საწარმო) 72.5 %-ში ახალი კადრის აყვანის ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა, კანდიდატების ნაცნობებში/მეგობრებში მოძიებაა.
ყველაზე ნაკლებად იყენებენ კადრის მოძიებისთვის პროფესიონალი რეკრუიტერის მომსახურებას 0,6 % - სულ 4 ორგანიზაცია. ორგანიზაციების 52 % იყენებს დასაქმების ელექტრონულ პლატფორმას და ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების პრაქტიკას, 30.4 % შემთხვევაში უკვე დასაქმებულ კადრებს თავად მიჰყავთ ახალი კადრები.
კადრის აყვანისას მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება და წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია პრიორიტეტულია.
კვლევის ეტაპზე, რომელიც მოიცავდა 2022 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით პერიოდს, ჯამურად, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიისა და აჭარის რეგიონებში 1304 ვაკანსია დაფიქსირდა - ყველაზე მეტი გურიაში 818, ხოლო ყველაზე ნაკლები ქვემო ქართლში 73.
ყველაზე მეტად დეფიციტური კადრებია: დანადგარებთან მუშაობის ტექნიკოსი; მზარეულები/შეფები; კონდიტერი; რესტორნის/კაფის მენეჯერი; ბარმენი/ბარისტა; კონსტრუქტორი; ვეტერინარი; კვების ტექნოლოგი; ზეინკალი; შემდუღებელი; ელექტროინჟინერი; დამპროექტებელი; ექსპორტის მენეჯერი; IT სპეციალისტი; გაყიდვების მენეჯერი; დეკლარანტი; საწყობის თანამშრომელი; კარკასის მუშა; მომპირკეთებელი; ქვის ხელოსანი; მწყემსი; მკერავი; მღებავი.
კადრების დეფიციტის მთავარი მიზეზებია შესაბამისი უნარების მქონე აპლიკანტების, სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ნაკლებობა; იმაზე მაღალი ხელფასის მოთხოვნა, ვიდრე დამსაქმებელი სთავაზობს.
ადგილობრივ შრომის ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს (მასაჟისტი, მკერავი, თმის სტილისტი, ელექტრიკი, დურგალი).
კვლევამ გამოავლინა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა არ თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან. პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დასახელდა, ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში. ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში მომუშავე სამუშაო ძალაზეა, ყველაზე ნაკლები კი - მენეჯერულ პოზიციებზე. ბიზნეს სუბიექტების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძირითადი მოთხოვნა საშუალო და დაბალი საფეხურის განათლების ან პროფესიულ განათლების მქონე კადრებზეა.