პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივა და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემს. ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ დაიბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ჩემი აზრით, არასწორად აქვთ ეს ინტერპელაცია შედგენილი, რადგან ინტერპელაციის დროს არა კონკრეტული ფაქტის გარშემო ისმება კითხვა, არამედ იმის გარშემო, თუ როგორ ახორციელებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკას ესა თუ ის სახელმწიფო უწყება, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, მინისტრი მოვა ინტერპელაციაზე და ყველა საკითხზე ამომწურავ პასუხს გასცემს.
თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ხელისუფლების მხრიდან უკვე აქვს ამომწურავი პასუხები გაცემული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს 5 კითხვით მიმართა:
- რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების SMS სისტემის დანერგვა, რის შესახებაც მან 2021 წელს, შს სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას ისაუბრა?
- რა გახდა შოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?
- რატომ ვერ დაინახა ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოებისთვის დახმარების თხოვნის აუცილებლობა?
- რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან?
- რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე? რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია?
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაკარგულს კიდევ ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი შოვში სტიქიიდან მე-11 დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამინისტროს აქვს ღამის ფრენის საშუალებები და ვერტმფრენებს ფრენა შეუძლიათ, თუმცა „თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული“. ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ვერტმფრენები სრულად არის აღჭურვილი და მხოლოდ ღამე იყო თუ არა პრობლემა, გომელაურმა უპასუხა: „კი ბატონო. ვერტმფრენს შეუძლია ფრენა, აფრენა“.
