რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით. ამის თაობაზე გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედრალურმა საბჭომ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შვეიცარია, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა და ევროკავშირის წევრი არ არის, არ აღიარებს რუსეთის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაცემულ ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებს, მოქალაქობის არმქონე პირთა ბინადრობის მოწმობებს და მეზღვაურების ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, შვეიცარია არ აღიარებს 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ გაცემულ დოკუმენტებს, ხოლო უკრაინისთვის სხვადასხვა თარიღებია დაწესებული იმის მიხედვით, თუ როდის მოახდინა რუსეთმა ამა თუ იმ ტერიტორიის ოკუპაცია.
„2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ განაცხადა. იგივე ძალიან ცოტა ქვეყანამ გააკეთა. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
შვეიცარია, როგორც შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფო, ვალდებულია ევროკავშირის გადაწყვეტილებები გაატაროს. მიუხედავად შეზღუდვებისა, შესაძლებელია ვიზების გაცემა ჰუმანიტარული მიზეზების, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშირის პარლამენტმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა. გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს ვიზის მიღებისა და ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მიზნით ვერ გამოიყენებენ. გადაწყვეტილება არ შეეხება მათ, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომს გაურბიან. ისინი კვლავ ისარგებლებენ ევროკავშირში შესვლისა და თავშესაფრის მოთხოვნის უფლებით.
რუსეთს უკრაინაში 2014 წლიდან ყირიმი აქვს ოკუპირებული, ხოლო 2022 წელს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილები მიიერთა.