განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 12 სექტემბრიდან დაიწყო და 30 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება. რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, ონლაინ არის შესაძლებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
განაცხადები მიიღება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.“
პროგრამა შემდეგ სოციალურ კატეგორიებს აფინანსებს:
- მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
- სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
- ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
- ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
- მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
- აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
- სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
- სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისსკოლების კურსდამთავრებულები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.