სტრასბურგის სასამართლომ ე.წ „გავრილოვის ღამის“ დარბევის საქმეზე დარღვევა დაადგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და საქართველოს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარღვეულია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც გულისხმობს, სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიძიოს წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ ბრალდებები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი საქართველოს 26 მოქალაქე იყო. იგი ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევას. მასშტაბური პროტესტი რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

მოსარჩელეები ეყრდნობოდნენ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) და ამტკიცებდნენ, რომ მათ დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგად მიიღეს და ამ საკითხზე გამოძიება არ იყო ეფექტური. განმცხადებლები ასევე მიუთითებდნენ კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებზე. ევროპულმა სასამართლომ ამ მუხლებთან მიმართებაში თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან საქართველოში მიმდინარე გამოძიებისა და ფაქტობრივი ელემენტების შემდგომი გარკვევის აუცილებლობის გათვალისწინებით. სასამართლომ არ დაადგინა 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რაზეც ზოგიერთი განმცხადებელი მიუთითებდა.

„მომჩივნებმა ვერ შეძლეს იმ ოფიცრების იდენტიფიცირება, რომელთა გასროლამ მათი დაზიანებები გამოიწვია. თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ ოფიცერთა უმრავლესობას, ვინც რეზინის ტყვიას იყენებდა, სახე დაფარული ჰქონდა და იდგა შემაღლებულ ადგილზე, პოლიციის კორდონის უკან, დემონსტრანტებისგან უფრო მოშორებით. ამან შესაძლოა მსხვერპლთა მიერ მათი იდენტიფიკაცია საკმაოდ რთული გახადა. მართლაც, ზოგიერთმა ოფიცერმაც კი ვერ იცნო თავისი კოლეგები.

თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას, რომელიც გეგმავს და ახორციელებს ასეთ ფართომასშტაბიან საპოლიციო ოპერაციას, უნდა უზრუნველეყო, რომ არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი ოფიცრების იდენტიფიცირება შეუძლებელი არ ყოფილიყო. კერძოდ, როდესაც კომპეტენტური ეროვნული ორგანოები განათავსებენ ნიღბიან პოლიციელებს კანონის და წესრიგის დაცვის ან დაპატიმრების მიზნით, ამ ოფიცრებს უნდა მოეთხოვოთ თვალსაჩინოდ გამოაჩინონ გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, როგორიცაა ორდერის ნომერი. ასეთი ნიშნების ჩვენება უზრუნველყოფდა მათ ანონიმურობას, ამასთან, შესაძლებელს გახდიდა მათ იდენტიფიცირებას და დაკითხვას ოპერაციის ჩატარების წესის გასაჩივრების შემთხვევაში.

წინამდებარე საქმეში, ოფიცრებისთვის ასეთი საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობის პირობებში, უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა ხელისუფლების ხელთარსებული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენებამ იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ძალის სავარაუდო გამოყენებაზე“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება ოთხ წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა დასკვნამდე არ არის მისული, ხელისუფლებამ არ გასწია საკმარისი ძალისხმევა მომხდარის გასარკვევად და შესაძლო ეჭვმიტანილების გამოსავლენად:

„მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მეთერთმეტე მომჩივანმა ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ მოითხოვა, რომ პარლამენტის ეზოს ირგვლივ განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოეღო ხელისუფლებას, გაურკვეველია, რატომ ვერ მოხერხდა ასეთი მასალის მოპოვება. ანალოგიურად, მაშინ, როცა მესამე, მეხუთე და მეშვიდე განმცხადებლების დაკავებასა და ბადრაგირებაში მონაწილე ოფიცრების ვინაობა ცნობილი იყო ხელისუფლებისთვის, გაუგებარია, რატომ არ გაკეთებულა დასკვნები მათ ქმედებებთან დაკავშირებით სადავო მოვლენების დროს“.

ადამიანის ულებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ განმცხადებლებს, გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში, უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები:

  • ქურდოვანიძეს, გომურს, სულაშვილს, ჩანქსელიანს - თითოეულს 15 000 ევრო, პლუს ნებისმიერი გადასახადი;
  • ცაავას, კმუზოვს, სვანაძეს, ბაღაშვილს, ნემსაძეს, ვახტანგაძეს, ხოზრევანიძეს, კოშკაძეს, მურადოვს, ჭუმბურიძეს, აბაშიძეს, დიასამიძეს, შეყილაძეს, ფოჩხიძეს, გიორგაძეს, შარვაშიძეს, დიდბერაშვილს, ბერიკაშვილს - თითოეულს 5000 ევრო, პლუს ნებისმიერი გადასახადი;
  • ხვადაგიანს და ჩიკვილაძეს - 1800 ევრო, პლუს ნებისმიერი გადასახადი;

26-დან 22 განმცხადებლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მათ შორის იყო მშვიდობიანი აქციის 10 მონაწილე, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი. როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების კონტექსტში და წარმოადგენს იმ სისტემური პრობლემების შეჯამებას, რომლებიც დღესაც სახეზეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).