ნიდერლანდების მედიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსულ ოპოზიციურ ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ნებართვა მისცა. გადაწყვეტილება 22 დეკემბერს იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 იანვარს ლატვიის რადიომ გაავრცელა, რომელიც ვარაუდობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ლიცენზიის მიღება, „დოჟდს“ საშუალებას მისცემს, გაავრცელოს თავისი პროგრამები საკაბელო ტელევიზიის ქსელებში ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ლატვიაში, სადაც დეკემბრის დასაწყისში დახურეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ნიდერლანების ეროვნული მარეგულირებლის (Commissariaat voor de Media) გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომპანია TVR Studios B.V.-მ მიიღო ნებართვა, 2022 წლის 22 დეკემბრიდან 5 წლის ვადით, უზრუნველყოს კომერციული სატელევიზიო მაუწყებლობის სერვისი „დოჟდის“ (TV Rain) სახელწოდებით. ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია არც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნატალია სინდეევას და არც მთავარ რედაქტორს, ტიხონ ძიადკოს.
2022 წლის 6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ „დოჟდს“ ლატვიის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა, რაც საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეებით“ ახსნა. ტიხონ ძიადკომ გადაწყვეტილებას „აბსურდული“ უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია მაუწყებლობა შეუჩერდა ლიეტუვასა და ესტონეთშიც.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“, რომელიც მიიჩნევს, რომ ლიცენზიის ჩამორთმევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვაში უნდა მომხდარიყო, ლატვიის ხელისუფლებას მოუწოდებდა, გაეუქმებინა თავისი გადაწყვეტილება და გაეგრძელებინა მედიასაშუალებისა და მისი ჟურნალისტების მასპინძლობა, რომლებიც „სხვაგვარად შესაძლოა გახდნენ უფრო ადვილი სამიზნე რუსეთის ხელისუფლებისთვის“.
