„წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე, ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების შედეგად, მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას“, - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევევის ფონზე მიმნდინარეობდა. დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგის შეცვლა იყო. აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისათვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელის შეშლა.
დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია უკვე მონიშნული იყო. აშკარა გახდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და ე.წ. ქირაობის, ასევე, პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები და მედიარეპორტაჟები სწორედ აღნიშნული სქემის განხორციელებას ემსახურებოდა. სწორედ ამგვარი მანიპულაციების შედეგად გახდა შესაძლებელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება, რასაც ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ შედეგებში.
დღის განმალობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უმიზეზოდ უბნებიდან გაძევებას. უმრავლეს შემთხვევებში შეუძლებელი იყო კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, ზოგ შემთხვევაში საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების ევაკუაციაც კი ხდებოდა საჭირო იყო შემთხვევაში, როცა დამკვირვებლის გაძევების პროცესში ჩართული იყო პოლიციაც, შესაბამისად, შექმნილი გარემო შეუძლებელს ხდიდა საარჩევნო პროცესზე ნორმალურ დაკვირვებას.
თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ ჟურნალისტებიც. საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილიყო გაყალბების ის სქემები, რაც გამოყენებული იქნა და საზოგადოებას არ ჰქონოდა ინფორმაცია მათ შესახებ.
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ხდებოდა არაუფლებამოსილ პირთა კონცენტრაცია, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ როგორც ამომრჩევლების, ასევე, დამკვირვებლების მიმართ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების მიზნით მმართველმა პარტიამ გამოიყენა კრიმინალური ჯგუფები.
დღის განმავლობაში არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებდნენ კანონის დარღვევის უხეშ ფაქტებზე. აშკარად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არჩევნების გაყალბებაში ჩართულ პირებს ჰქონდათ გარანტიები, რომ კანონსაწინააღმდეგო და ხშირად დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგებოდა.
მმართველი პარტიის მიერ უბნებთან ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩევლების უპრეცედენტო მობილიზაცია. ამომრჩევლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა. იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, მათ სოციალურ თუ სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი ფაქტობრივად იყო მათი მანიპულაციის მსხვერპლი.
ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებზე საკმარისი სივრცის არარსებობისა და რეგისტრატორების ნაკლებობის გამო, მიზანმიმართულად შეიქმნა პროცესის კოლაფსი. ამომრჩევლებს საათობით უწევდათ რიგში დგომა. ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა ხმის მიცემა, რაც ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევას ნიშნავს.
22:30 საათის მდგომარეობით, დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად მარკირების განუხორციელებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტების შესახებ 347 შეტყობინება დაფიქსირდა. ასევე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ შემოვიდა 89 შეტყობინება; დაფიქსირდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის – 341 შემთხვევა; ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის – 96 შემთხვევა; დაფიქსირდა „ჩემი ხმის“ დამკვირვებლების დაკვირვების უფლების შეზღუდვა – 163 შემთხვევა.
საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერილია 244 საჩივარი და გაკეთებულია 183 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში“.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაზე გამოეხმაურა: „პოლიტიკური პარტიები და NGO სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - ახდა სიტყვასიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ისინი ემზადებოდნენ 27 ოქტომბრისათვის“.