რუსეთის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქეებს, იასონ გენგიურსა და სერგო მერებაშვილს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის სექტემბერში უკანონოდ დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
საქართველოს მოქალაქეებისთვის მისჯილი პატიმრობის შესახებ ცნობილი დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდა.
„მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით. მათ ედავებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონოდკვეთას და ასევე, უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას. დანარჩენი ჩვენი მოქალაქეებიელოდებიან ე.წ. სასამართლოს“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
დღეისთვის, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის საჭიროებაზე ისაუბრა.
„სამხრეთ ოსური მხარე სახელმწიფო საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ხედავს საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომ დემარკაციის სრულმასშტაბიანი მუშაობის დაწყებაში.
თუ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ყველანაირად ბლოკავს ამ მიმართულებით მუშაობას, ბოლოსდაბოლოს გაიგებს საზღვრის მონიშვნის აუცილებლობას, ჩვენ ჯერ შევთანხმდებით, სად გაივლის ხაზი, შემდეგ კი მას ადგილზე მოვნიშნავთ“, - განაცხადა კოჩიევმა.
მისი თქმით, ერგნეთში 19 ნოემბერს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ „საზღვარზე“ ვითარება „საკმაოდ სტაბილური და მშვიდი რჩება“. როგორც იგორ კოჩიევმა განაცხადა, დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი - ერთ-ერთში საქართველოს პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„საქართველოს წარმომადგენლებს ვუთხარით, რომ პოლიცია, რომელიც წესრიგს უნდა იცავდეს და მსგავს ინციდენტებს აღკვეთდეს, თავად არღვევს სახელმწიფო საზღვარს. ვფიქრობ, ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ჩვენი გზავნილი და ამ ინციდენტს მიხედავს“, - განაცხადა იგორ კოჩიევმა.
ერგნეთში შემდეგი, რიგით 124-ე შეხვედრა 4 აპრილისთვის ჩაინიშნა.
