„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
კომისიაში ოპოზიციის სახელით ფსევდოოპოზიციური ჯგუფების, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებად დაასახელა:
- ფრაქცია „ქართული ოცნება“: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
- პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“: სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი;
- პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოცილისტები“: ილია ინჯია.
„კომისია შედგება 10 წევრისგან. ამით 8 წევრი შევსებულია. 2 წევრი ვაკანტურად დატოვებულია უფრაქციო წევრებისთვის. ამ შემთხვევაში პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც მანდატებს ინარჩუნებს. თუ ისინი აქტიურად იმუშავებენ პარლამენტში, მათ შეეძლებათ ამ ვაკანსიის ათვისება“, - აღნიშნა პაპუაშილმა.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამშე შეუწყვიტა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ ერთადერთია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან, რომლის წევრებსაც დეპუტატის მანდატის შეწყვეტის თაობაზე შალვა პაპუაშვილისთვის არ მიუმართავთ. ამასთან, ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა.
როგორც ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კომისია „დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება, ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ“. კომისია ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და დასკვნას პროკურატურას წარუდგენს, როგორც მდინარაძემ თქვა, „დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.
