„ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ. ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება, რათა ქვეყნებმა რეალურად იცოდნენ, თუ როგორ განვსაზღვრავთ ამ არჩევნებს, რა გზაზე აყენებს ის საქართველოს. იმისთვის, რომ ვიცოდეთ მკაფიო პასუხები, რეალურად უნდა გავიგოთ, რა მოხდა და ამისთვის გამოძიება გვჭირდება“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
ლანდსბერგისის თქმით, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე და უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც რაღაცის მთქმელია.
„თუ არ უნდათ, რომ გავიგოთ რა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა მტკიცება, რომ საქართველო ჯერ კიდევ ევროპულ გზაზე დგას, სინამდვილეში ასე არაა. შესაძლებელია თუ არა ამაზე კონსენსუსის მიღწევა ევროკავშირში, ძნელი სათქმელია. მე მაქვს განცდა, რომ ეს საკმაოდ რთულია… სანქცირებაც კი. ამისკენ იოლი გზა არ არსებობს, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იზოლაციონიზმზე შეერთებულ შტატებში, ევროპამაც უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, არხდენს თუ არა ის საკუთარი თავის იზოლირებას? რატომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს საქართველოს საკითხზე და იმაზე, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი? შესაძლოა, ევროპაც იწყებს შიგნით ყურებას და თუ ეს გაგრძელდება, ეს არის ძალიან საშიში გზა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის და თავად ევროპისთვის“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
დღეს, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომა იმართება, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავმჯდომარეობს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებული ვითარებაა. როგორც ბორელმა თქვა, მისი წინადადებაა, საქართველოს მთავრობისთვის 100 მილიონი ევროს დახმარების გაყინვა და ამ თანხის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფა.