უკრაინის რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის უმაღლესმა რადამ 18 ოქტომბერს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორია შეიარაღებული აგრესიის  შედეგად რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

287 დეპუტატის მხარდაჭერით მიღებული დადგენილებით, უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გმობს ჩეჩნეთის პირველი (1994-1996) და მეორე ომის (1999-2009) დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე, ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკას. გარდა ამისა, უკრაინა გაეროს წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნონ, გამოიძიონ მის მიერ იჩქერიაში ჩადენილი დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. პუტინი დიდი ხანია ცდილობს ჩეჩენი ხალხის დამონებას. მან ხელძღვანელად თავისი გაულაიტერი კადიროვი დააყენა, ახლა კი ჩეჩნებს უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს. ეს არის ტიპიური რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა სხვა ხალხების მიმართ. რუსეთი უნდა იყოს დეკოლონიზებული, იჩქერია კი თავისუფალი“, - განაცხადა რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ.

დადგენილების მიღების ინიციატორებს შორის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკიც იყო. დეპუტატები განმარტებით ბარათში აღნიშნავდნენ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ და მისმა ხალხმა, რომლებმაც საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებით ისარგებლეს, აირჩიეს განვითარების დამოუკიდებელი გზა, რუსეთის ფედერაციის პროტექტორატის გარეშე, ხოლო რუსეთმა, გაეროს წესდებით გათვალისწინებული ერების თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის საწინააღმდეგოდ, „მიმართა ტერიტორიების ძალადობრივ მიტაცებას“ და დაიწყო სამხედრო შეჭრა, რომელსაც „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია“ დაარქვა.

„ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხების შემდეგ, რუსეთმა არ უღალატა საკუთარ „იმპერიალისტურ“ ამბიციებს და 1999 წელს ხელახლა შეიჭრა ჩეჩნეთში, რასაც „კონტრტერორისტული ოპერაცია“ უწოდა“.

დადგენილების ავტორები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთმა ტერორით, დაშინებისა და ძალადობის გზით, მძევლად აიყვანა სრულიად ჩეჩენი ხალხი, რის შედეგადაც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაცია შეიქმნა.

როგორც უმაღლესი რადას წევრები აცხადებენ, დადგენილება ხაზს უსვამს, რომ უკრაინა მხარს უჭერს ჩეჩენ ხალხს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მიერ ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის გენოციდის დაგმობა ხელს შეუწყობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

ამ თემაზე:

კავკასიის ხალხები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში - ზელენსკის მიმართვა

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.