უკრაინის უმაღლეს რადაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და მის შემადგენლობაში ან დაქვემდებარებაში მყოფი ყველა რელიგიური დაწესებულების თუ ორგანიზაციის აკრძალვას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
კანონპროექტი ფრაქციამ „ევროპული სოლიდარობა“ მოამზადა. დეპუტატ ირინა ფრიზის თქმით, მისი მიზანია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების აღკვეთა და წესრიგის დაცვა.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ღიად ანტიუკრაინული და დივერსიული იყო, მხარს უჭერდა კრიმინალური რუსული რეჟიმის ყველა ქმედებას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან უკრაინის გათავისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯია თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინისკენ“, - განაცხადა დეპუტატმა.
უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელთაგან ერთი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. 2019 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის ბოძების ტომოსი გადასცა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქომ არ აღიარა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. ირინა ფრიზის თქმით, უკრაინაში მართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზციები თავის საქმიანობას სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ ნაბოძები ტომოსის გათვალისწინებით უნდა ახორციელებდნენ.
საკონონმდებლო ორგანოში კანონპროექტის რეგისტრაციამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 350-ზე მეტი საეკლესიო ობიექტი შეამოწმა - კიევში, წმინდა მიძინების კიევ-პეჩერის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნეს ოლქში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარნის ეპარქიის შენობაში. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღმოაჩინეს პრორუსული ლიტერატურა სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლებისთვის, მათ შორის, „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის, ასევე, ნაღდი ფული - დაახლოებით 2 მილიონი უკრაინული გრივნა (53.8 ათასი აშშ დოლარი), 100 ათასი დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი. როგორც უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, შემოწმებული 850 ადამიანიდან 50-ზე მეტმა „კონტრდაზვერვის ჩაღრმავებული ინტერვიუები გაიარა, მათ შორის, პოლიგრაფის გამოყენებით“.
