„უკრაინის შეშინება შეუძლებელია. ამის ნაცვლად, ჩვენ კიდევ უფრო გავერთიანდით. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ საჭიროა ტერორისტების განეიტრალება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 10 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, „ტერორისტებისთვის დამახასიათებელი ტაქტიკის“ მიხედვით, საჰაერო დარტყმები სპეციალურად განახორციელეს დილის პიკის საათში, რადგან სურდათ, გამოეწვიათ დიდი შიში და ევნოთ უფრო მეტი ადამიანისთვის.
„ტერორისტების ლიდერები ამბობენ, თითქოს ყველა დაგეგმილ სამიზნეს დაარტყეს. ჯერ ერთი, როგორც ყოველთვის, იტყუებიან. მეორე - როგორც ყოველთვის, იტყუებიან. ენერგეტიკული ობიექტების გარდა, შეხედეთ მათ რეალურ სამიზნეებს. შეხედეთ მხოლოდ ერთ მაგალითს ჩვენი დედაქალაქის სახით. კიევის გზაჯვარედინი, სადაც მე ვდგავარ, ვლადიმირსკის ქუჩისა და შევჩენკოს ბულვარის გადაკვეთაა. ეს არის სამიზნე. აქედან 700 მეტრში წმინდა სოფიას ტაძრის სამრეკლოა. მოსკოვი ჯერაც არ არსებობდა, როცა ის უკვე იდგა. ცოტა მოშორებით ვლადიმირსკის გორაა, ადგილი, რომელიც ქრისტიანობის და კულტურის წყარო გახდა აღმოსავლეთ ევროპისთვის, კერძოდ, იმ ტერიტორიისთვის, რომელსაც გაცილებით გვიან რუსეთი უწოდეს.
ჩემთან ახლოს შევჩენკოს უნივერსიტეტის კორპუსიებია, რომელიც მალე 190 წელს აღნიშნავს. რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. მასწავლებლის სახლიც დაზიანდა. თავის დროზე იქ უკრაინის ცენტრალური საბჭო მუშაობდა. ეს ადგილი უკრაინელებისთვის ყოველთვის იქნება ჩვენი სახელმწიფოს შექმნის დიდებული ისტორიის ხსოვნის ადგილი. პირდაპირ ჩემს უკან შევჩენკოს პარკის საბავშვო მოედანია, რომელიც ასევე გახდა რუსული რაკეტის სამიზნე, მაგრამ ეს უბრალოდ შევჩენკოს პარკში არ არის. ის მდებარეობს კიევის ერთ-ერთ მთავარი მუზეუმების ქუჩაზე. კერძოდ, ტერორისტების ამ დარტყმის შედეგად დაზიანდა ხანენკოს სახელობის ხელოვნების მუზეუმი. ასეა ჩვენი სახელმწიფოს ყველა ქალაქში - სამოქალაქო, კულტურული, საგანმანათლებლო ობიექტები. ვის შეუძლია ებრძოლოს ამ ყველაფერს? ვის შეიძლება გაუხარდეს ასეთ ობიექტებზე და ასეთ მიწაზე დარტყმები?
ისინი ამბობენ, რომ უნდათ უკრაინის უკან, მე-18 საუკუნეში გადასროლა, მაგრამ მათ საკუთარი თავი გადაისროლეს უფრო ძველ დროში - ველურების დროში და საკმაოდ შეგნებულად იქცნენ ასეთებად. უკრაინა ისევ 21-ე საუკუნეში დარჩება.
კიევს ბევრი უცხოელი უნახავს და ყველას გადაურჩა. ასევე გადაურჩება ამ შემოტევას ტერორისტებისა, რომლებსაც არ აქვთ ისტორია, არ აქვთ ტრადიცია, არ აქვთ კულტურა. ისინი წარმავალნი არიან. 70 წელიც რომ იცოცხლონ, მაინც ვერ ასწრებენ რამის გაგებას“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და აღდგება ყველაფერი, რაც „რუსმა ტერორისტებმა“ გუშინ დააზიანეს.
10 ოქტომბერს, რუსეთმა კიევი და უკრაინის ოცზე მეტი ქალაქი დაბომბა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 84-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს და გაუშვეს 24 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, 13 ირანული წარმოების „შაჰიდ-136“. სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზიანდა 70 ობიექტი, რომელთაგან 29 კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა. თბოსადგურებისა და ელექტროქვესადგურების დაბომბვის გამო, ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით, უკრაინამ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი შეაჩერა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი მოსახლეობას ელექტროენერგიის გონივრულად გამოყენებისკენ მოუწოდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ინფორმაციით, გუშინ სარაკეტო დარტყმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავებული ან დაჭრილია.